30 აგვისტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში,„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
ჩატარებული სამუშაო შეხვედრა, მიზნად ისახავდა ახალი თვითდახმარების ჯგუფების გაძლიერებას და სამომავლო გეგმების დასახვას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.