ENG
25 მარტი, 2022
დასრულდა ტრენინგების სერია თემაზე: “ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა”

დასრულდა ტრენინგების სერია თემაზე: “ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა”, რომელსაც “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტში ჩართული 200-ზე მეტი ქალი დაესწრო.

ტრენინგები 2022 წლის 5-დან 25 მარტის ჩათვლით ჩატარდა და შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სქესი, გენდერი, გენდერული იდენტობა, გენდერული ნორმები და სოციალიზაცია, გენდერული სტერეოტიპები და სექსუალური შევიწროება. ტრენინგებს უძღვებოდა ანა ლობჟანიძე.

თვითდახმარების ჯგუფების წევრებმა მიიღეს ცოდნა ქალთა უფლებების შესახებ, აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე.

აღნიშნულ პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025