ENG
15 აპრილი, 2022
ნანა კოჩალიძე ნარუჯადან

პირველი ნაბიჯები

მე ვარ ნანა კოჩალიძე, ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონის დაბა ნარუჯაში. სხვათა შორის, ძალიან კარგი სოფელი გვაქვს, ძალიან მიყვარს. სოფლის მეურნეობით მანამდეც ვიყავი დაკავებული, ვაწარმოებდი ბოსტნეულს, თხილს და აქტიურად ვიყავი ჩართული სოფლის ცხოვრებაშიც. შემდეგ გავიგე, რომ ჩვენს სოფელში „ფონდი ტასო“ შემოვიდა.

გავიგე, რომ სოფელში შეიქმნა ქალთა ჯგუფი, რომლის სათემო მუშაკი იყო ლია კოტრიკაძე, ისტორიის მასწავლებელი. ძალიან დიდ პატივს ვცემდით ამ ადამიანს და ასე ვთქვათ, მიგვიზიდა, რომ მასთან ერთად ჩავრთულიყავით ჩვენთვის ახალ საქმიანობაში. პროცესში უამრავი რამ ვისწავლეთ. აქამდე პროექტის წერა არ ვიცოდი და არც იმას ვიფიქრებდი, თუ ჩემს მომავალს ინკუბატორს დავუკავშირებდი. ახლა კი ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. წარმოიდგინეთ, ჯერ ახალი სიცოცხლე რომ იჩეკება და მერე ამაზე ზრუნავ. ნამდვილი სასწაულია.

გამოწვევები

მართალია, პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა, მაგრამ ოჯახს მაინც ვარჩენთ. ამასთან უზომოდ შრომატევადი საქმეა. უამრავი რამ უნდა გათვალო და გაითვალისწინო. ინკუბატორს ძალიან ბევრი რამის ცოდნა სჭირდება, ადრე სახლის პირობებში მყავდა 50-მდე წიწილა, მაგრამ ახლა 1160 კვერცს რომ შევდებ, 750 წიწილა მაინც გამოდის. ყველაფერს თავისი წესი აქვს და რეგულირება მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა ოჯახი ამაზეა დამოკიდებული, სხვა გზა არ გაქვს, უნდა იშრომო.

ბოლო დროს ადამიანებსაც ძალიან გაუჭირდათ, ძველ კლიენტებს რომ ვურეკავ, მეუბნებიან, რომ წიწილების არც ყიდვის და არც შენახვის შესაძლებლობა აღარ აქვთ. ყველაფერი გაძვირებულია და არ ვიცი, როგორ უნდა შვწვდეთ ამ ყველაფერს. არც ის ვიცი, ჩვენი ოჯახი როგორ  იქნებოდა, რომ არა „ფონდი ტასო“ და მათი დახმარება. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024