ENG
21 აპრილი, 2022
იამზე ძიძარია ლაითურიდან

პირველი ნაბიჯები

მე ვარ იამზე ძიძარია, ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში. დღესდღეობით ვეწევი მეფრინველეობას და მეცხოველეობას, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე. რა თქმა უნდა, აქამდე დიდი შრომით და გაჭირვებით მოვედით. ამ ყველაფერში დიდი წვლილი „ფონდ ტასოს“ მიუძღვის.

ადრე აქ იყო ჩაის ფაბრიკა, სადაც ლაბორანტად ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. როდესაც ჩვენს სოფელში „ფონდი ტასო“ შემოვიდა, დასაქმებული არ ვიყავი. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამები მხოლოდ მე კი არა, მთელ თემს წაადგებოდა. ერთი ადამიანის გაძლიერებით, სხვებიც გაძლიერდებოდნენ. ძალიან გახარებული ვიყავი ამ შესაძლებლობით, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ვცდილობდი ყველანაირად, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ვისწავლე პროექტის წერა, გავიარე სხვადასხვა ტრენინგი, რამაც დიდი გამოცდილება და მოტივაცია შემძინა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი პროექტი დაფინანსდა. ჩემივე ბრძოლით და ჩემივე წვალებით ნელ-ნელა გავძლიერდი.

ცვლილებები

იყო დრო, როდესაც პატარა წიწილებს ფეჩთან ვზრდიდი, სულ 50 ფრთა მყავდა, მაგრამ ესეც ძალიან შრომატევადი იყო. ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე და პროექტიც ინკუბატორზე  ამიტომ შევიტანე. ახლა უკვე სხვადასხვა ქალაქიდან მირეკავენ და საკმაოდ დიდ ბაზარს ვაკმაყოფილებ. ძალიან ვცდილობ და გაჩერებას არ ვაპირებ, სანამ ცოცხალი ვარ. მეტიც, ვაპირებ, რომ გავფართოვდე და კიდევ უფრო გავძლიერდე.

მინდა, მადლობა ვუთხრა „ფონდ ტასოს“ და ჩვენს სათემო მუშაკს, ლია კოტრიკაძეს.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024