ENG
03 მაისი, 2022
ნორვეგიის ელჩის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობა ოზურგეთის მერიაში

2022 წლის, 3 მაისს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი, „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიასა და საკრებულოს ქალ წევრებს შეხვდნენ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთში ძალიან კარგად არის საქმე გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით და სასიამოვნოა, როდესაც ირკვევა, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და ძირეულ ორგანიზაციებთან, მაგრამ რადგანაც უკვე კარგად ართმევთ თავს ამ საქმეს, არ უნდა მოდუნდეთ, გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და სამაგალითო გახადოთ გურია დანარჩენი საქართველოსთვის,“ - განაცხადა სანდ ანდრესენმა ოზურგეთის მერისადმი მიმართვაში.

შეხვედრაზე საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა დამსწრეებს საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა, რომელიც აღწერდა მის გზას მართვის მოწმობის აღებიდან რეგიონში ცნობილი ავტოსკოლის დაარსებამდე და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობამდე. შეხვედრა მონაწილეებს შორის დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024