ENG
25 ოქტომბერი, 2022
„მშვიდობის მშენებლობის გლობალური ქსელის“ ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა
21-24 ოქტომბერს, სტამბოლში, „მშვიდობის მშენებლობის გლობალური ქსელის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა, რომელიც აერთიანებს სხვადახვა პოსტ-კონფლიქტის მქონე ქვეყნების ადგილობრივ ფონდებს. ქსელის წევრი არის „ფონდი ტასო“, რომელსაც წარმოადგენს მაია გრძელიშვილი.
2022 წლის ყოველწლიური შეხვედრას შემაჯამებელი სახე ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის გამო პირველად ჩატარდა პირისპირ სივრცეში, ბოლო სამი წლის მანძილზე. შეხვედრის მიზანი იყო ლოკალურ დონეზე პანდემიისა და კონფლიტის გავლენის, ასევე, ქსელის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების და სამომავლო გეგმების განხილვა.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო „მშვიდობის მშენებლობის გლობალური ქსელის“ და დიდი ბრიტანეთის „ღია უნივერსიტეტის“ თანამრომლობით შექმნილი, ონლაინ კურსის დანერგვას, კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის თემაზე. სასწავლო კურსი ბოლო ორი წლის მანძილე იგეგმებოდა და წლის ბოლომდე დაინერგება „ღია უნივერსიტეტის“ ბაზაზე, რომელიც განკუთვნილია, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, შუა რგოლის მენეჯმენტის პრაქტიკოსებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფონდების წარმომადგენლები 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით : ბანგლადეში, სერბეთი, ინდონეზია, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია, ინდოეთი, შრი ლანკა, პალესტინა და ნეპალი.
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025