ENG
08 ნოემბერი, 2022
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა დუშეთში
7 ნოემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს, გენდერულ საბჭოსა და მერიის წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
დუშეთის მერმა, წარდგენილ ყველა საკითხზე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს სოფელი ჩარგლის და მაღაროსკარის საჭოებებზე.
შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკისა და თვითდახმარების ჯგუფის წევრების მიერ ადგილობრივ თემში ჩატარებული საჭროებების კვლევის პრეზენტაცია წარადგინეს.
მერმა ხაზი გაუსვა ქალების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას სამოქალაქო პროცესებში და აღნიშნა, რომ შემდეგ წელს აქტიურად გეგმავენ ქალთა გაძლიერების მიმართლებით მუშაობას.
შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია თითოეული საკითხის დეტალურად განსახილველად, მათი მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსების და შესაძლებლობების შესაბამისობის განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 
 
 
 
სიახლეები
16 და19 მაისს პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ მონაწილე ქალებს...
09 ივნისი, 2023
7 მაისს სოფელ მუხურში პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ შემაჯამებელი...
21 მაისი, 2023
8 მაისს ბაღდათში, კაფეში "გლიცინია" პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“...
21 მაისი, 2023