ENG
28 ოქტომბერი, 2022
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში
 28 ოქტომბერს, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, ასპინძს მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკებმა და ჯგუფის წევრებმა, წარადგინეს ადგილობრივი საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა თვითდახმარების ჯგუფის წევრების მიერ ადგილობრივ თემში.
 შეხვედრის მიზანი იყო თვითდახმარების ჯგუფთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
 შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია თითოეული საკითხის დეტალურად განხსახილველად, მათი მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსების და შესაძლებლობების შესაბამისობის განხილვა და მოგვარებისთვის სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
 პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.
სიახლეები
„ფონდი ტასო“ 2023 წლის მაისიდან მონაწილეობდა პროექტში „ბავშვები სტერეოტიპებით არ...
20 ივლისი, 2023
6 და 9 ივნისს,„ფონდი ტასოს” ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დასახლების...
12 ივნისი, 2023
16 და19 მაისს პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ მონაწილე ქალებს...
09 ივნისი, 2023