ENG
12 დეკემბერი, 2022
16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ თვითდახმარების ჯგუფები შეუერთდნენ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით”  პროექტის ფარგლებში შექმნილი თვითდახმარების ჯგუფები აქტიურად შეუერთდნენ.

კამპანიის ფარგლებში თვითდახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს მათივე თემში:

26 ნოემბერს, სოფელ ნაქალაქევში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, გაიმართა ფილმის ჩვენება და დასიკუსია, ასევე, თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა ძალადობის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს თემში. 
26 ნოემბერს, სოფელ ხულდარაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ფსიქოლოგთან, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თემის წევრები სოფელი წოფიდან, მოლაოღლი და ხულდარადან. 
27 ნოემბერს, სოფელ ნიჯგორში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასევე, გაიმართა ფილმის ჩვენება და დასიკუსია, ასევე, თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა ძალადობის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს თემში. 
28 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია ხატისოფელის თვითდახმარების ჯგუფის ორგანიზებით.
28 ნოემბერს, სოფელ ტანძიაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გაიმართა ფილმის ჩვენება, ტანძიის თვითდახმარების ჯგუფის წევრების ორგანიზებით. 
30 ნოემბერს, ახალქალაქში, ბუზავეთისა და კარტიკამის თვითდახმარების ჯგუფის წევრების ორგანიზებით, გაიმართა ფილმის ჩვენება, დისკუსია და წარმატებული ისტორიების გაზიარება (ცოცხალი ბიბლიოთეკა).
2 დეკემბერს, ახალქალაქში, გაიმართა ფილმის ჩვენება, დისკუსია და წარმატებული ისტორიების გაზიარება (ცოცხალი ბიბლიოთეკა),  ხულგიმო და ვაჩიანის თვითდახმარების ჯგუფის წევრების ორგანიზებით. 
2 დეკემბერს, სოფელ სვირში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბიბლიოთეკის სივრცეში, გაიმართა ფილმის ჩვენება და დასიკუსია, სვირისა და ბოგას თვითდახმარების ჯგუფების ორგანიზებით. 
5 დეკემბერს - სოფელ მარადისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაიმართა მეზობელ ეთნიკურ თემთან შეხვედრა, ქალთა მიმართ ძალადობის და არსებული მდგომარეობის განხილვა და ფილმის ჩვენება.
6 დეკემბერს - სოფელ ჩარგალში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა ტრენინგი ქალთა უფლებების შესახებ, მოწვეული ტრენერის მიერ, რომელსაც ესწრებოდნენ სოფელი ჩარგლისა და მაღაროსკარის თვითდახმარების ჯგუფების წევრები. დამატებით, ჯგუფის წევრებმა, ძალადობის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს თემში

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, და მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასასრულებლად.
 
რეგიონებში მცხოვრებ ქალთა თვითდახმარების ჯგუფების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა.
სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024