ENG
27 აპრილი, 2023
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სოფელ ერგნეთში

26 აპრილს სოფელ ერგნეთში პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გაიხსნა გამოფენით „ჩემი სოფლის ქალი“, სადაც სოფლად მცხოვრები ქალების საოჯახო არქივებში შემონახული ფოტოები და ისტორიები იყო წარმოდგენილი.

თვითდახმარების ჯგუფებთან მომუშავე სათემო მუშაკებმა მოკლე პრეზენტაციებით შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები. შეხვედრის ბოლოს, პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ტრენინგ-კურსების წარმატებით დასრულებისთვის ქალებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ჯამში, ღონისძიებას 30-მდე ქალი ესწრებოდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებიდან.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024