ENG
27 ნოემბერი, 2023
სამუშაო შეხვედრები საირმეში

23-25 ნოემბერს, „ფონდი ტასოს“ ორგანიზებით, საირმეში სათემო ფონდებისა და პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე მოვიწვიეთ როგორც ჩვენთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახლადშექმნილი სათემო ფონდები.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი ფონდები გააცნეს, ისაუბრეს „ფონდ ტასოსთან“ მუშაობის გამოცდილებასა და რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე, აგრეთვე, შეაჯამეს ორწლიანი გრანტგამცემი საქმიანობის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები. 24 ნოემბერს სათემო ფონდებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები შემოუერთდნენ.

25 ნოემბრის შეხვედრის პირველი ნაწილი ჩატარებული სამუშაოების შეჯამებასა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო. „ფონდი ტასოს“ კომუნიკაციის სპეციალისტი, ია შალამბერიძე მონაწილეებს ქალთა საკითხების გაშუქებაზე ესაუბრა.

სპეციალურად მოწვეული სპიკერი, „ღია საზოგადოების ფონდის“ სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი, ანანო ცინცაბაძე მონაწილეებს თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება დღეს - საფრთხეები და შესაძლებლობები“ ესაუბრა.

შეხვედრებს ლილი ფულარიანი უძღვებოდა. ჯამში, სამდღიან შეკრებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ცხრა სათემო ფონდი და 23 პარტნიორი ორგანიზაცია ესწრებოდა.

 

სიახლეები
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025
26 და 27 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან...
28 ნოემბერი, 2024