11 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, პუბლიკაციის “ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს” პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა
11 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, პუბლიკაციის “ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს” პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.
პუბლიკაცია ასახავს სოფლადმცხოვრები თვით-დახმარების ჯგუფის წევრი ქალების ინდივიდუალურ ცვლილებებს, სათემო მიღწევებს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებებს.
ღონისძიების პირველ პანელში მონაწილეობა მიიღეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოების წარმომადგენლებმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
მეორე პანელში კი მონაწილეობა მიიღეს, პუბლიკაციის გმირებმა, თვით-დახმარების ჯგუფის წევრმა ქალებმა და "ფონდი ტასოს" წარმომადგენელმა, რომლებმაც თავად ისაუბრეს თავიანთ მიღწევებსა და ცვლილებებზე.
პუბლიკაცია მომზადებულია “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. პუბლიკაცია სრულად იხილეთ ბმულზე -
https://shorturl.at/finDN
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების მიერ.