ENG
15 მარტი, 2024
11-12 მარტს ახალციხესა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მონიტორინგის შეხვედრები გაიმართა
 11-12 მარტს მონიტორინგის მისიაზე „ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებს თან ახლდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთსა და კარტიკამში.
 შეხვედრები მიზნად ისახავდა თვითდახმარების ჯგუფებისა და ეკონომიკური მცირე გრანტების მონიტორინგს, რის ფარგლებშიც განხორციელდა ვიზიტები, ახალქალაქის თვით-დახმარების ჯგუფის მიერ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სილამაზის სალონში, სამკერვალოში, ხოლო ახალციხეში თვით-დახმარების ჯგუფთან, და ყავის მწარმოებელ გრანტის მიმღებებთან.
შეხვედრა ჩატარდა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორობით.
პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების (ADA) სააგენტოების მიერ.
 
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025