ENG
23 მარტი, 2024
„ქალთა ზეპირი ისტორიების სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება

22 მარტს „ქალთა ზეპირი ისტორიების სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  მონაწილეებმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა, პროგრამის ფარგლებში შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრები წარადგინეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას “ფონდი ტასოს” გაგეობის თავმჯდომარე, ქეთევან ჟორდანია და მეხსიერების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ცისანა გოდერძიშვილი უძღვებოდნენ.

საღამოს მომდევნო ნაწილი დაეთმო „ფონდი ტასოსა“ და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ერთობლივი ძალისხმევით გამოცემული წიგნის - “პაციენტი ნულიდან” პრეზენტაციას, რომელიც წიგნის რედაქტორმა და ილუსტრატორმა, მაკა ლდოკონენმა წარადგინა.

ღონისძიება დასრულდა ფოტოგამოფენით „ჩემი სოფლის ქალი“, რომელიც წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ამსახველ ფოტოკოლექციას. აღნიშნული ფოტოები მოპოვებულია “ფონდი ტასოს” სოციალურ მობილიზაციაში ჩართული ქალების დახმარებით და დღემდე მხოლოდ მათ საოჯახო არქივებში ინახებოდა.

გამოფენა მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას სოფლად მცხოვრები ქალების ჩვეულებრივი გამოცდილებების უნიკალურობას, წარმოაჩინოს სოფლის ცხოვრების სილამაზე და მრავალფეროვნება, დააფასოს იმ ქალების ღვაწლი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემების ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებაში.

ექსპოზიცია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (მის:. ჭოველიძის 4ა) ჰოლში დარჩება და ნებისმიერ მსურველს ფოტოების დათვალიერების შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ექნება.

სიახლეები
26 და 27 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან...
28 ნოემბერი, 2024
26 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგასა და სვირში არსებულ თვით-დახმარების...
27 ნოემბერი, 2024
25 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრები...
26 ნოემბერი, 2024