ENG
28 მარტი, 2024
სამუშაო შეხვედრა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისსა და მარადისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში.

 ჩატარებული შეხვედრები, მიზნად ისახავდა "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" პროექტის, დაგეგმილი აქტივობების, შესაძლებლობების გაცნობა და ახალი ქალთა თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება/ფორმირება.

 შეხვედრა ჩატარდა "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, ქალების გაძლიერება, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობისათვის.

 პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ხოლო პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
სიახლეები
21-23 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ტრენინგის მონაწილე ქალებს...
26 თებერვალი, 2025
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025