ENG
19 სექტემბერი, 2024
ნორვეგიის ელჩის სტუმრობა გურიის სოფლებში
18 სექტემბერს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში - ქვენობანსა და ბუკნარში ჩამოყალიბებულ ქალთა თვითდახმარების ჯგუფებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის წარმომადგენელი, მედეა გეგეჭკორი და  პროკრედიტ ბანკის დირექტორი, ზეინაბ ლომაშვილი ეწვივნენ.
სტუმრებმა სოფლად მცხოვრები ქალებისგან მოისმინეს პროექტში ჩართულობის უპირატესობებისა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების შესახებ, რომელთა გადაჭრას ისინი საერთო ძალებით ცდილობენ. შეხვედრის ბოლოს, მათ ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ნაწილს (II ფაზა), რომელსაც ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.
სიახლეები
8-10 თებერვალს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 19...
10 თებერვალი, 2025
24-26 იანვარს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 21...
27 იანვარი, 2025
26 და 27 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან...
28 ნოემბერი, 2024