19 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ბერგლიოტ ჰოვლანდი, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის წარმომადგენელი - მედეა გეგეჭკორი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული დირექტორი - გიორგი ვეკუა საქმიანი ვიზიტით ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც სათემო ორგანიზაციამ „ნეფა“ საზანოს თემში ჩამოყალიბებულ თვით-დახმარების ჯგუფების ჩართულობით სიმულაციური თამაში “იყავი მის ადგილას“ წარადგინა.
აღნიშნული თამაში ძალადობას გადარჩენილი ქალების რეალურ გამოცდილებებზეა დაფუძნებული და მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავად გაიარონ იგივე გზა და გააკეთონ საკუთარი არჩევანი ამ გზაზე.
სათემო ფონდი „ნეფა“ არის ქალთა ხელმძღვანელობით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს ანაკლიის თვით-დახმარების ჯგუფის წევრებისგან ჩამოყალიბდა მათი მისიის გასაგრძელებლად და თემში ქალების გასაძლიერებლად.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ნაწილს (II ფაზა), რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.