2022 წლის 29 იანვარს „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებმა, Zoom პლატფორმის მეშვეობით, სათემო მუშაკებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პროექტის გუნდმა რეგიონებში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და სათემო მუშაკებთან ერთად სამომავლო საქმიანობები დაგეგმა.